"ელ კლასიკოს" ჩატარების თარიღი ცნობილია

18-10-2019, 21:57

დღეს დილით ოფიციალურად დადასტურდა, რომ მომავალ კვირაში გასამართი "ელ კლასიკო" გადაიდებოდა. დღესვე მატჩის გამართვის ახალი თარიღიც გახდა ცნობილი.

კლუბები შეთანხმდნენ, რომ ლა ლიგის მე-10 ტურში გასამართი დაპირისპირება ნაცვლად 26 ოქტომბრისა, 18 დეკემბერს გაიმართება.

კატალონიური გრანდი სეზონის პირველ კლასიკომდე ანდალუსიას ეწვევა და "რეალ სოსიედადს" ეთამაშება, "სამეფო კლუბი" კი თავის მხრივ "ვალენსიას" ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ "ელ კლასიკო" კატალონიაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო გადაიდო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით