ლაშა ბექაურის პირველი, ემოციური კომენტარი მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ

18-10-2019, 23:38

დღეს ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლები 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდა, რომლის გამარჯვებულიც ქართველი ძიუდოისტი, ლაშა ბექაური გახდა.

ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვების შემდგომ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, უკვე მესამედ გავხდი მსოფლიო ჩემპიონი. უბედნიერესი ადამიანი ვარ დღეს. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივარს, ჩემს ოჯახს, ჩემს სოფელს."

"შარშან, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, გარდაიცვალა ჩემი ბიძა და ეს გამარჯვება მინდა მივუძღვნა მას."

"ვფიქრობ, დიდებში ოლიმპიადისთვის საბრძოლველად მზად ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იქ მოსახვედრად." - აცხადებს ბექაური.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით