ზიდანი: "პოგბასთან პირად თემებზე ვისაუბრე"

18-10-2019, 23:51

დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ საუბრობენ პოლ პოგბა და ზინედინ ზიდანი დუბაიში.

ფრანგმა მწვრთნელმა ამ თემაზე დასმულ კითხვას გასცა პასუხი.

"ჩვენ ერთმანეთს უკვე ძალიან დიდი ხანია ვიცნობთ. პოგბა იქ იყო და ცხადია, ერთმანეთს ვესაუბრეთ."

"მე და პოლმა პირად თემებზე ვისაუბრეთ და შესაბამისად, ვერც ვერაფერს გეტყვით ჩვენს დიალოგზე." - აცხადებს ზიდანი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით