პეპ გვარდიოლა: "კატალონიას დახმარება სჭირდება"

19-10-2019, 01:41

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, პეპ გვარდიოლა, კატალონიაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს:

"ასეთი რამ არასდროს მინახავს, "ელ კლასიკოს" თარიღის გადაწევის საჭიროება აქამდე არასდროს დამდგარა, რაც მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს, კატალონიელებს დახმარება სჭირდებათ."

"თქვენ არ იცით რა ხდება ამ ტერიტორიაზე, მოსახლეობის მოთმინებასაც საზღვრები აქვს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ინციდენტის გამო, "ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირება, 18 დეკემბრამდე გადაიდო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით