"ბაიერნმა" ერიქსენზე უარი თქვა !

19-10-2019, 01:50

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიერნმა" ლონდონის "ტოტენჰემის" დანიელი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის ტრანსფერზე უარი განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბავარიული გრანდი ინგლისური გრანდის 27 წლის ფეხბურთელს, ფელიპე კოუტინიოზე დაბალი დონის შუახაზელად თვლის.

ცნობების მიხედვით, "ბაიერნი" არც ერიქსენის სატრანსფერო ღირებულებით იქნა მოხიბლული, რომელიც 125 მილიონ ევროს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამჟამად ყველაზე მეტად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით