"რეალი" ფაბიან რუის უახლოვდება !

19-10-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალი", იტალიური "ნაპოლის" ფეხბურთელის გადაბირებით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდული გრანდის ხელმძღვანელობის სატრანსფერო რადარზე ბოლო დროს, ესპანელი ნახევარმცველი, ფაბიან რუისი გამოჩნდა.

ცნობების მიხედვით, 23 წლის შუახაზელმა "დედაქალაქელთა" რიგებში გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 55 მილიონ ევროს შეადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით