როგორ წაართვა იკარდიმ მაქსი ლოპესს ცოლი. ის, რაც აქამდე არ იცოდით

19-10-2019, 22:10

მაურო იკარდისა და ვანდა ნარას წყვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და საინტერესო წყვილია ფეხბურთში, ამაზე ყველა თანხმდება.

არგენტინელმა მოდელმა და მაუროს აგენტმა წყვილის ურთიერთობაზე ისაუბრა და გაიხსენა, თუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი.

"მაუროს პირველად მაშინ შევხვდი, როდესაც 18 წლის იყო. ასაკის მიუხედავად, ის უკვე გამოცდილი, ჩამოყალიბებული ადამიანივით საუბრობდა და აზროვნებდა."

"ამ პერიოდში მაქსის გაშორებული ვიყავი და განქორწინების პროცესი ბოლოსკენ მიდიოდა. მაურომ შემომთავაზა, რომ მასთან ერთად მესადილა და შემდგომ მის ბინაში დავრჩენილიყავი."

"საბოლოოდ, ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მან ჩემი შვილები საკუთარი შვილებივით მიიღო." - აცხადებს ვანდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით