მესი: “როცა შევედი და ის დავინახე, თვალებს ვერ დავუჯერე”

19-10-2019, 22:15

2010/11 წლების სეზონის კატალონიის "ბარსელონა" ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად მიიჩნევა. ამ სეზონში გუნდმა ჩემპიონთა ლიგა ძალიან დამაჯერებლად მოიგო.

"ბლაუგრანას" ლიდერმა, ლეო მესიმ "მანჩესტერთან" ჩატარებული ფინალური დაპირისპირება გაიხსენა.

"ამ შეხვედრაში ყველაფერი გამოგვდიოდა. ვფიქრობ, გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. თუმცა, გვარდიოლა ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ იყო."

"მახსოვს, ყველა გამარჯვებას აღვნიშნავდით. თუმცა, გასახდელში შემოსვლის შემდგომ პეპმა ტაქტიკის განხილვა დაიწყო. ის ჩვენს შეცდომებზე მიგვითითებდა." - აცხადებს მესი. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით