მესი: "სამუდამო კონტრაქტის გაფორმება არ მსურს"

19-10-2019, 22:32

კატალონიის "ბარსელონას" ლიდერმა, ლეო მესიმ განაცხადა, რომ მას სამუდამო კონტრაქტის გაფორმება არ უნდა.

"ამჟამად მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ სამუდამო კონტრაქტი გავაფორმო, ისე როგორც ეს ანდრეს ინიესტამ გააკეთა."

"თუმცა, მე ამის გაკეთება არ მსურს და ამას თავისი მიზეზები აქვს. არ მინდა, რომ შებოჭილი ვიყო. მე კლუბში ვერ დავრჩები, თუ თავს ბედნიერად ვერ ვიგრძნობ."

"ბარსელონაში მთელი ცხოვრების განმავლობაში დავრჩებოდი, მაგრამ, მე მაქვს ჩემი მიზნები, რომლებისთვისაც ბრძოლას ვაპირებ. მსგავსი კონტრაქტი კი ხელს შემიშლის." - აცხადებს მესი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით