"დორტმუნდმა" სანჩო დასაჯა

19-10-2019, 22:38

დღეს გერმანიის ბუნდესლიგის მერვე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დორტმუნდის "ბორუსიამ" მიუნხენგლადბახის "ბორუსია" მიიღო და 1:0 სძლია.

რურის დერბიში მონაწილეობა არ მიუღია მასპინძელთა ახალგაზრდა ლიდერს, ჯეიდონ სანჩოს. მიზეზი კი სასჯელი გახლავთ.

19 წლის ფეხბურთელი სანაკრებო პაუზის შემდგომ გუნდში დათქმულ ვადაზე გვიან დაბრუნდა. შესაბამისად, კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო და მთავარმა მწვრთნელმა ის დღევანდელი მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ სანჩომ ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ორივე შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობიდან ითამაშა და ჯამში მინდორზე 163 წუთი გაატარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით