ჟოაო ფელიშმა ტრავმა მიიღო

19-10-2019, 22:43

დღეს ლა ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მადრიდის "ატლეტიკომ" "ვალენსია" მიიღოდა დაუზავდა - 1:1.

მეორე ტაიმის ბოლოს, როდესაც "როხიბლანკოს" მთავარ მწვრთნელს ყველა ცვლილება გამოყენებული ჰქონდა, ჟოაო ფელიშმა დაზიანება მიიღო.

ახალგაზრდა პორტუგალიელი თავდამსხმელის ტრავმა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა, რის გამოც მან თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და გუნდი 10 კაცით დარჩა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად შეძლებს ფელიში ჩემპიონთა ლიგაზე, "ლევერკუზენის" წინააღმდეგ მონაწილეობის მიღებას. ზუსტი პასუხი ორშაბათს, გამოკვლევების შემდგომ დადგინდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით