კავანიმ ბეკჰემს უარი უთხრა !

20-10-2019, 01:53

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ედინსონ კავანიმ, დეივიდ ბეკჰემის გუნდში გადასვლაზე უარი თქვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის ფეხბურთელს სურს კარიერის დასრულებამდე ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიპოვოს, ამიტომაც ამერიკაში წასვლას, უახლოესს მომავალში არ გეგმავს.

ცნობების მიხედვით, ბეკჰემის "ინტერ მაიამი" კავანის სანაცვლოდ, 45 მილიონ ევროს იხდიდა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამჟამად ყველაზე მეტად, ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით