სოლსკიაერი: "ლივერპულთანაც" ისე მოხდება, როგორც "პსჟ-სთან" იყო"

20-10-2019, 17:23

პრემიერლიგის ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარ მოედანზე "ლივერპულს მიიღებს". აღნიშნულ მატჩამდე "წითელ ეშმაკებს" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა ჟურნალისტებთან გუნდში არსებული საკადრო პრობლემების შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა.

"ტრავმა ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. ვერ გეტყვით, ვინ მოხვდება ძირითად შემადგენლობაში".

"სიმართლე გითხრათ, ეს მდგომარეობა "პარი სენ-ჟერმენთან" მატჩამდე არსებულ სიტუაციას მახსენებს. ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა და ჩვენი წარმატების არავის არ სჯეროდა, მაგრამ ეს "მანჩესტერ იუნაიტედია".

"მოედანზე 11 მოთამაშე გამოვა და ბიჭები წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებენ", - განაცხადა ნორვეგიელმა სპეციალისტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით