კონტე: "ჩემს გუნდშ იბრას ადგილი არ არის"

20-10-2019, 16:54

მოგეხსენებათ, ლოს ანჯელეს "გალაქსის" შვედ ფორვარდს ზლატან იბრაჰიმოვიჩს გუნდთან კონტრაქტი დეკემბერში ეწურება და  იბრა არ გამორიცხავს, რომ სერია ა-ში დაბრუნდეს.

ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან მილანის ინტერის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ისაუბრა.

"არ ვისაუბრებ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩემს გუნდში არ არიან. ეს უპატივცემულობა იქნება".

"რა თქმა უნდა, იბრაჰიმოვიჩს დიდ პატივს ვცემ. მან ფეხბურთის ისტორიაში დიდი კვალი დატოვა. თუმცა ჩემი გუნდის შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. ჩვენ წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ და დღითი დღე ვუმატებთ. აუცილებელია, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ". - ციტირებს კონტეს სიტყვებს Goal.com-ი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით