კარაგერი: "არავინაა კლუბში მწრთვნელზე მნიშვნელოვანი"

20-10-2019, 17:18

"ლივერპულის" ლეგენდარულმა მცველმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ჯეიმი კარაგერიმ მედიის წარმომადგენლებთან პრემიერ ლიგაში მიმდინარე სიტუაცია შეაფასა.

"2 წლის წინ აღვნიშნე, რომ "იუნაიტედი" პეპ გვარდიოლას გუნდში მიყვანის შემთხვევაში ტიტულებს მოიგებდა და ლოდინი არ დასჭირდებოდა. იმავეს თქმა შეიძლება კლოპზე. ის რომ "მანჩესტერის" მწვრთნელი იყოს, პრემიერლიგის ცხრილში სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა".

"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ლივერპულის" დიდი ზრდის მიუხედავად, ამ გუნდს 2016 და 2018 წელს სატურნირო ცხრილში "მანჩესტერ იუნაიტედმა" გაასწრო".

"მფლობელებმა, ხელმძღვანელებმა და სხვა თანამდებობის ადამიანებმა რაც უნდა ბევრი ისაუბრონ, ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელია. კლოპი ამის ნათელი მაგალითია", - განაცხადა ექსპერტმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით