ზიდანი: "ამ მატჩის წაგება დიდად არ მიღელვია"

20-10-2019, 15:39

ლა ლიგაში "მალიორკასთან" წაგებული პირველი მატჩის შემდეგ მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ყოველ 3 დღეში ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგები ვართ. ეს რთულია".

"ვერ ვიტყვი, რომ ამ მატჩის წაგების გამო შეწუხებული ვარ, რადგან ეს სიტყვა არ მომწონს. უბრალოდ, თუ ჩვენ გვსურს, რომ ამ სეზონში რამე მოვიგოთ, სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ".

"ის რომ ფეხბურთელები გვაკლდა, გამართლება არ არის. ჩვენ მოედანზე კარგი ფეხბურთელები გვყავდა. ტრავმირებულ ფეხბურთელებს კი ვერაფერს მოვუხერხებდით", -  განაცხადა ზიდანმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით