სოლსკიაერმა "ლივერპულს" უკბინა

20-10-2019, 19:12

დღეს ინგლისის პრემიერლიგის მეცხრე ტურის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მანჩესტერ "იუნაიტედი" მერსისაიდულ "ლივერპულს" უმასპინძლებს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "წითელი ეშაკების" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნა სოლსკიაერმა მეტოქე გუნდს "უკბინა".

"მანჩესტერი კვლავ დაიბრუნებს ლიგაში საუკეთესოს ტიტულს. ამას შეიძლება მცირე დრო დასჭირდეს, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება."

"იმედი მაქვს, მომავალი ტიტულისთვის ლოდინში 30 წელიწადი არ გავა, როგორც ეს სხვა გუნდების შემთხვევაში ხდება." - განაცხადა სოლსკიაერმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით