ანჩელოტი: "ზლატანს დღესვე დავურეკავ და ნეაპოლში გადმოსვლას ვთხოვ"

20-10-2019, 19:16

რამდენიმე დღის წინ "ლოს ანჯელეს გალაქსის" ვეტერანმა ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ის იტალიის სერია ა-ში დიდი სიამოვნებით დაბრუნდებოდა.

აღნიშნულ თემაზე კითხვა "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის დაუსვეს, რომელმაც ჟურნალისტებს ხუმრობით უპასუხა.

"ვნახე, რომ მან 29 მატჩში 30 გოლი გაიტანა, რაც კარგი შედეგია. დღესვე დავურეკავ და შევთავაზებ გუნდში გადმოსვლას."

"ხვალ ყველას აუცილებლად გაგაგებინებთ თუ რა პასუხს გამცემს ზლატანი." - აცხადებს ანჩელოტი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით