გაწირა თუ არა ლივერპული მსაჯმა მანჩესტერთან, ოფიციალური ცნობა

20-10-2019, 21:57

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ინგლისის პრემიერლიგის მეცხრე ტურის მატჩი, რომელშიც მანჩესტერ "იუნაიტედმა" მერსისაიდულ "ლივერპულს" უმასპინძლა და დაუზავდა - 1:1.

"წითელი ეშმაკების" გოლის მომენტმა გულშემატკივრებს შორის დიდი გამოხმაურება მოიპოვა, რადგან ბევრის აზრით ლინდელოფი მეტოქე გუნდის ფეხბურთელზე ჯარიმდებოდა და შესაბამისად გოლიც უნდა გაუქმებულიყო.

ბრიტანულმა გამოცემებმა თამაშის დასრულების შემდგომ განიხილეს აღნიშნული ეპიზოდი. ექსპერტების აზრით, მსაჯმა ამ მომენტში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და მას ჯარიმა უნდა დაენიშნა მერსისაიდული გუნდის სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრამდე "ლივერპულს" პრემიერლიგაში ზედიზედ 17 მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა და რეკორდის გამეორებამდე დღევანდელი თამაშის მოგება დააკლდა.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით