ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კუმანის კონტრაქტის საინტერესო პუნქტი გაამხილა

20-10-2019, 22:03

ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რონალდ კუმანის კონტრაქტის ერთი საინტერესო დეტალი გაამხილა.

ამ პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ჰოლანდიელ სპეციალისტს კატალონიის "ბარსელონადან" ექნება შემოთავაზება, მაშინ, ნაკრებს მისი გაშვება მოუწევს.

"დიდი იმედი მაქვს, რომ კუმანი "ნარინჯისფრების" რიგებში კიდევ დიდხანს დარჩება. თუმცა, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მას უყვარს "ბარსელონა."

"თუ კატალონიელებისგან იქნება შემოთავაზება, მაშინ მისი გაშვება მოგვიწევს. თუმცა, "ბარსას" თანხის გადახდა მოუწევს." - აცხადებს ჰოლანდიის ფეხბურთის გედერაციის პრეზიდენტი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით