გვარდიოლა: "სწორედ ამიტომ ვითამაშე მცველის გარეშე"

20-10-2019, 22:07

გუშინ პრემიერლიგის მე-9 ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "კრისტალ პალასმა" მანჩესტერ "სიტის" უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ხსენებულ მატჩში ექსპერიმენტი ჩაატარა და ნომინალური ცენტრალური მცველის გარეშე ითამაშა.

თამაშის შემდგომ ესპანელმა სპეციალისტმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზი გაამხილა.

"ოტამენდიმ ნაკრებში დიდი დატვირთვა მიიღო და მისი დასვენება მინდოდა. რაც შეეხება ლაპორტის, ის სულ ახლახანს დაბრუნდა."

"წინ გრძელი სეზონია და ყველანაირად მზად უნდა ვიყოთ. შესაბამისად, ყველანაირი ალტერნატივა უნდა განვიხილო და გამოვცადო." - აცხადებს პეპი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით