სებალიოსს ლონდონში სურს დარჩენა

20-10-2019, 22:58

ლონდონის "არსენალის" ახალგაზრდა ნახევარმცველს, დანი სებალიოსს ინგლისის დედაქალაქში სურს დარჩენა.

ესპანური გამოცემების ინფორმაციით, 23 წლის ნახევარმცელი მადრიდის "რეალის" პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს ესაუბრა და განუცხადა, რომ ის "მეთოფეთა" რიგებში თავს კარგად გრძნობს.

მოგეხსენებათ, ამჟამად სებალიოსი "არსენალის" რიგებში იჯარითაა გადასული, რომელსაც ვადა სეზონის დასრულების შემდგომ გადის. თუმცა, როგორც ჩანს, მას მადრიდში დაბრუნება არ უნდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად შეელევა "სამეფო კლუბი" ახალგაზრდა ნახევარმცველს. წყაროს ცნობით, კლუბი მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს მოითხოვს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით