"რეალი" სანჩოს უმიზნებს !

21-10-2019, 02:10

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" სატრანსფერო რადარზე კიდევ ერთი მოთამაშე გამოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გრანდის ხელმძღვანელობა შეტევის გაძლიერების მიზნით, "დორტმუნდის ბორუსიას" ინგლისელი თავდამსხმელის, ჯეიდონ სანჩოს გადაბირებით დაინტერესდა.

ცნობების მიხედვით, 19 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ "ლოს ბლანკოსს" მინიმუმ 125 მილიონი ევროს გამეტება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენა ამასთან ერთად, "მანჩესტერ სიტის" სურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით