ზიდანმა ისკოს მოთმინება სთხოვა !

21-10-2019, 02:15

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, სანაკრებო შესვენების დროს, ესპანელ ნახევარმცველთან, ისკო ალარკონთან ისაუბრა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლოს ბლანკოსის" ფრანგმა სპეციალისტმა, 27 წლის ფეხბურთელს ნდობა გამოუცხადა, თუმცა ამასთან ერთად, მოთმინება სთხოვა.

ცნობების მიხედვით, ისკომ "რეალის" ხელმძღვანელებს ულტიმატუმი წაუყენა და სათამაშო დროის გაზრდა მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით