ლა ლიგის გრანდი მოურინიოს არ ეშვება

21-10-2019, 10:58

ესპანურ მედიაში ვრცელდება ხმები, რომ ჟოზე მოურინიოს ლა ლიგაში ეპატიჟებიან.

როგორც გავლენიანი გამოცემა El Chiringuito იტყობინება, ლა ლიგის მე-9 ტურში "მალიორკასთან" განცდილი მარცხის შემდეგ, "რეალის" ხელმძღვანელობა მოურინიოს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა და მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო "სამეფო კლუბში" 2010-13 წლებში მუშაობდა.

მისი თავკაცობით გუნდმა 178 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 128 მოიგო, 28 ფრედ დაასრულა, ხოლო 22 წააგო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ისტორიული შანსი საქართველოს - თუ მოვიგეთ, ფინალი თბილისში გაიმართება

დაგვიმეგობრდით