ლამპარდი: "ჟირუ შექმნილ სიტუაციას უნდა შეეგუოს და გუნდში დარჩეს"

21-10-2019, 13:32

ლონდონის "ჩელსი" თავკაცმა ფრენკ ლაპმარდმა მედიის წარმომადგენებთან გუნდის თავდამსხმელის ოლივიე ჟირუს შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ჟირუ არ უნდა იყოს კმაყოფილი იმით, რომ არ თამაშობს, ის ამ ფაქტს არ უნდა შეეგუოს. კარგი ფეხბურთელები სწორედ ასე იქცევიან".

"მას ვუთხარი, რომ ის შანსს მიიღებს და გუნდს დაეხმარება. მინდა, რომ ის "ჩელსიში" დარჩეს",  - ლამპარდის სიტყვებს Goal-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, ფრანგი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში, ფაქტობრივად, ვერ ხვდება. ჟირუმ არაერთხელ განაცხადა, რომ ასეთი სიტუაცია არ მოსწონს და ამიტომ გუნდის დატოვებაზე ფიქრობს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით