რაშფორდი: "ლივერპული" საკმარისად კარგი არ იყო მოგებისთვის"

21-10-2019, 14:08

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა მარკუს რაშფორდმა "ლივერპულთან" გამართული შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან შეაფასა.

"3 ქულა უპირობოდ  დავიმსახურეთ. არ ვფიქრობ, რომ მოწინააღმდეგე მხარეს საკმარისად კარგები იყვნენ იმისთვის, რომ მოეგოთ ან მატჩი ფრედ დასრულებულიყო, თუმცა ეს ფეხბურთია. იმედია, მომავალ შეხვედრაში გავიმარჯვებთ და ეს ჩვენზე კარგად იმოქმედებს".

"იმედგაცრუებულები ვართ, რადგან 3 ქულა ვერ მოვიპოვეთ, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რატომ ვერ შევძელით კიდევ ერთი გოლის გატანა. იყო თამაშები, რომლებშიც არ გაგვიმართლა".

"უკეთ თამაში შეგვიძლია, განსაკუთრებით - შეტევაში. წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ, ვფიქრობ, დღეს უნდა მოგვეგო", - განაცხადა რაშფორდმა.

მოგახსენებთ, პრემიერლიგის მე-9 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულს" უმასპინძლა შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით