პოჩეტინო: "სიტუაციის გაუარესების მიზეზი სწორედ ესაა"

21-10-2019, 21:01

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მატჩის წინ, რომელშც ერთმანეთს "ტოტენჰემი" "ცრვენა ზვეზდას" მიიღებს, მედიის წარმომადგენლებთან ლონდონური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა.

"ყოველი თამაშის მოგება მნიშვნელოვანია და გამონაკლისი არც ხვალინდელია შეხვედრაა. ახლა ისეთი პერიოდი გვაქვს, როდესაც საკუთარი თავი ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგეა".

"იმისათვის, რომ მეტოქეს წინააღმდეგობა გავუწიოთ, უნდა ვცადოთ, რომ თავდაჯერებულობა დავიბრუნოთ".

"გასული სეზონის შემდეგ ჩვენი გუნდისგან უფრო მეტს ითხოვენ. სწორედ ამიტომ სიტუაცია გაუარესდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ და არ გვაქვს ისეთი შედეგები, როგორსაც ველოდებოდით".

"ჩვენი მიზანი ის არის, რომ ისევ სოლიდური გუნდი ვიყოთ",  - განაცხადა ლონდონური კლუბის თავკაცმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით