კრიშტიანუ: "მთავარი კოლექტიური ტიტულებია და აი რატომ არის ასე"

21-10-2019, 21:38

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრამდე მედიის წარომადგენლებთან პორტუგალიელმა შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ ისაუბრა.

"იუვენტუსი" კვირიდან კვირამდე ვითარდება. ამ სეზონში ჩვენ უფრო შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ. ჩვენ ახალ სისტემას ვიყენებთ და ეს მომწონს".

"ცხადია, ყოველი სეზონი ახალი გამოწვევაა. გვსურს, რომ ყველა ტიტული მოვიგოთ. კოლექტიური ტიტულები ინდივიდუალურ ჯილდოებზე მაღლა დგას, რადგან ინდივიდუალურს გუნდის დახმარების გარეშე ვერ მოიგებ".

"არ ვფიქრობ, რომ გუნდი ჩემ გარეშე განსხვავებულად თამაშობს. აქ ყველას თავისი როლი აქვს. ჩემი მიზანია, რომ გოლებითა და საგოლე გადაცემებით გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო", - განაცხადა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, ხვალ  ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში ტურინის იუვენტუსი საკუთარ მოედანზე მოსკოვის ლოკომოტივს დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით