ტენ ჰაგი "ბაიერნში" დაბრუნებას არ გამორიცხავს

21-10-2019, 22:13

ამსტერდამის "აიაქსის" დამრიგებელი, ერიკ ტენ ჰაგი არ გამორიცხავს, რომ ერთ დღეს მიუნხენის "ბაიერნში" დაბრუნდეს.

"უკვე 50 წლის ვარ და რა თქმა უნდა, ვფიქრობ მომავალზე. ძალიან მიყვარს "აიაქსი", მაგრამ ვხვდები, რომ აქ კიდევ 10 წელი არ ვიქნები."

"ერთხელაც დადგება ის დრო, როდესაც დამშვიდობება მომიწევს გუნდთან. არაფერს გამოვრიცხავ, შესაძლოა, ყოფილი კლუბიც ჩავიბარო." - აცხადებს ტენ ჰაგი.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი სპეციალისტი 2013-15 წლებში "რეკორდმაისტერის" სარეზერვო გუნდს წვრთნიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით