"მილანს" პეპ გვარდიოლა სურს !

22-10-2019, 02:01

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, იტალიური "მილანის" ხელმძღვანელებს ვაკანტური მთავარი მწვრთნელის პოზიციის შესავსებად, საკმაოდ დიდი გეგმები აქვთ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "როსონერის" წარმომადგენლებს სურთ "მანჩესტერ სიტის" ესპანელი თავკაცი, პეპ გვარდიოლა გადაიბირონ, რომელსაც 4-ჯერ მეტ კვირეულ ანაზღაურებას სთავაზობენ.

ცნობების მიხედვით, გვარდიოლა "მილანის" შემოთავაზებას მხოლოდ მაშინ განიხილავს, როდესაც ის ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული თავკაცის დამატებით ამასთან ერთად, ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით