რონალდ კუმანი "ბარსელონაში" ?!

22-10-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, კატალონიის "ბარსელონას" ესპანელ მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს, სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური გრანდის ლეგენდა და ჰოლანდიის ამჟამინდელი თავკაცი, რონალდ კუმანი, მისი ყოფილი გუნდის ჩაბარებით დაინტერესდა.

ცნობების მიხედვით, კუმანის ბედს, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნედერლანდების ასპარეზობა განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულ კლუბს ამასთან ერთად, თომას ტუხელის გადაბირება სურს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით