"ინტერი" რაკიტიჩს არ ეშვება !

22-10-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მილანის "ინტერი", კატალონიის "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის გადაბირებას, კიდევ ერთხელ ეცდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელი სპეციალისტის, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობის გუნდი მზადაა 31 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, 45 მილიონი ევრო გაიმეტოს.

ცნობების მიხედვით, "ნერაძური" რაკიტიჩს, ძირითადში გარანტირებულ ადგილს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდი ამასთან ერთად, ნემანია მატიჩის შეძენითაა დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით