რაბიო "იუვენტუსს" ტოვებს !

22-10-2019, 13:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ტურინის "იუვენტუსის" ფრანგი ახალწვეული და ნახევარმცველი, ანდრე რაბიო, იტალიის დატოვებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 წლის ფეხბურთელმა სერია ა-ს ჩემპიონთა რიგებში მისი ადგილის მოძებნა ვერ მოახერხა და მზადაა პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს.

ცნობების მიხედვით, რაბიოს შეძენა ამჟამად ყველაზე მეტად, ლონდონის "არსენალს" სურს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე "იუვენტუსს", ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით