ნევილი: "სოლსკიაერს მათნაირი თავდამსხმელი სჭირდება"

22-10-2019, 14:16

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მცველი და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტი, გარი ნევილი, აცხადებს, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერს მოძრავი თავდამსხმელი სჭირდება და ის კოშტას ან ლუკაკუს არ ეძებს.

"ვფიქრობ, რომ "იუნაიტედს" ფირმინოს ან სონის მსგავსი თავდამსხმელი სჭირდება. ჩემი აზრით, სოლსკიაერს გუნდში ტიპური 9 ნომერი არ უნდა. მას დიეგო კოშტა და რომელუ ლუკაკუ არ სურს. ის მოძრავ თავდამსხმელს ეძებს".

"მანჩესტერს" ყოველთვის ჰყავდა თავდამსხმელები, რომლებსაც წყვილში თამაში კარგად შეეძლოთ. როდესაც გუნდში რუდ ვან ნისტელროი იყო, ჩვენ გაცილებით ცოტა მოვიგეთ, ვიდრე მას შემდეგ, რაც რუნის ლუის საა შეუწყვილდა. ცხადია, საა ნისტელროიზე კარგი შემსრულებელი არ იყო, მაგრამ გუნდი ფრანგთან ერთად უკეთ გამოიყურებოდა", - განაცხადა ნევილმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით