ნეიმარი: "იქ არ უნდა გაჩერდე სადაც ბედნიერი არ ხარ"

22-10-2019, 14:33

როგორც მოგეხსენებათ, ზაფხულში ნეიმარის გარშემო არაერთი ინფორმაცია გავრცელდა და მას არაერთ გუნდ უკავშირებდნენ. ბრაზილიელმა შემტევმა აღნიშნული მდგომარეობის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"ვფიქრობ, რომ როდესაც ბედნიერი არ ხარ, არ აქვს მნიშვნელობა, რა სამუშაოს ასრულებ, ცვლილებები გსურს. ამ დროს ცდილობ, შეიცვალო ადგილი ან პროფესია, რათა საკუთარი ადგილი იპოვნო".

"მეც სწორედ ეს მსურდა, მაგრამ, საბოლოოდ, დავრჩი და ყველაფერს გავაკეთებ, რათა გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო",- განაცხადა ბრაზილიელმა.

მიმდინარე სეზონში ნეიმარმა პარიზული გუნდის მაისურით 5 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით