დე ბრუინის შეძენით მსოფლიო გრანდი დაინტერესდა

22-10-2019, 17:27

დღეს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "სამეფო კლუბი" მომავალი წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდება, "ქალაქელთა" რიგებიდან, კევინ დე ბრუინი გადმოიბიროს.

როგორც ცნობილია, თავად ფეხბურთელიც არაა წინააღმდეგი მადრიდის "რეალში" გადაბარგების.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ბელგიელი ფეხბურთელის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 130 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით