"ბარსელონა" "ატლეტიკოს" გასაჩუმებლად 15 მილიონ ევროს გადაუხდის

22-10-2019, 22:08

სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "ატლეტიკომ" კატალონიის "ბარსელონას" ანტუან გრიზმანის ტრანსფერის თაობაზე უჩივლა.

"როხიბლანკო" კატალონიურ გრანდს ფრანგი ფეხბურთელისთვის არასაკმარისი გამოსასყიდი თანხის, 120 მილიონი ევროს გადახდას ედავებოდა.

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კლუბებს შორის საბოლოოდ შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც "ბლაუგრანა" მადრიდულ გუნდს 15 მილიონ ევროს გადაუხდის და ეს უკანასკნელი კი სასამართლოდან სარჩელს გამოიტანს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით