ლუკას ერნანდესმა მძიმე ტრავმა მიიღო

23-10-2019, 01:32

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩი, რომელშიც "ოლიმპიაკოსმა" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინლა და 2:3 დამარცხდა.

"რეკორდმაისტერებისთვს", გამარჯვების მიუხედავად, შეხვედრას იდეალურად არ ჩაუვლია. გუნდის მარცხენა მცველმა, ლუკას ერნანდესმა მეორე ტაიმის სტარტზე მუხლის ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა.

როგორც ცნობილია, ფრანგი ფეხბურთელის დაზიანება საკმაოდ სერიოზულია და მას დიდი ხნით მოუწევს უქმობა.

ლუკასი გამოკვლევებს ხვალ ჩაიტარებს და სწორედ ამის შემდგომ დადგინდება, თუ რამდენი ხანი ვერ შეძლებს მინდორზე გასვლას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით