მბაპე: "თამაშის დაწყება ძირითადი შემადგენლობიდან მინდოდა"

23-10-2019, 01:36

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ბრიუგემ" "პსჟს" უმასპინძლა და 0:5 განადგურდა.

მატჩის ერთ-ერთმა გმირმა, კილიან მბაპემ ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ის ძირითად შემადგენლობაში დასაბრუნებლად მზადაა.

"დღეს სასტარტო თერთმეტეულში მოხვედრა მინდოდა და ვფიქრობდი, რომ ასეც იქნებოდა, რადგან საამისოდ უკვე სრულიად გამოვკეთდი. თუმცა, ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა."

"თითქმის ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სრული მატჩი ჩავატარე. დაბრუნება ძალიან სასიამოვნოა. გუნდი ჩემს გარეშეც კარგად თამაშობდა, თუმცა, კარგია, რომ გამარჯვებაში ჩემი წვლილიც შევიტანე." - აცხადებს მბაპე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით