ზიდანი: "ის გავაკეთეთ, რაც გვევალებოდა"

23-10-2019, 01:38

მადრიდის "რეალის" თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა "გალათასარაის" დამარცხების შემდგომ პრესასთან ისაუბრა.

"დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, თუმცა, ამას თავიდანვე ველოდით. აქ გამარჯვება იოლი არცერთი გუნდისთვის არაა."

"ძალიან კარგად ვითამაშეთ დაცვაში და ძალიან კარგად შევუტიეთ. ის გავაკეთეთ, რაც გვევალებოდა და შედეგიც ლოგიკურია." - აცხადებს ზიდანი.

შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბს" სამი ტურის შემდგომ 4 ქულა აქვს და ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით