სტერლინგი: "მესისთან მაშინ შემადარეთ, როდესაც 15 სეზონში მოვახერხებ 50 გოლის გატანას"

23-10-2019, 01:50

"მანჩესტერ სიტის" ინგლისელი თავდამსხმელი, რაჰიმ სტერლინგი, კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელ ვარსკვლავთან, ლიონელ მესისთან შედარებაზე საუბრობს:

"არ ვიცი ეს თავში რომელ ჟურნალისტს ან გულშემატკივარს მოუვიდა, მაგრამ მე და მესი ერთ განზომილებაშიც კი არ ვიმყოფებით, ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია."

"მასთან მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ შემადაროთ, როდესაც 15 სეზონის განმავლობაში მოვახერხებ 50-60 გოლის გატანას."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშემ "ატალანტასთან" დაპირისპირებაში, ჰეტ-ტრიკის შესრულება მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით