გრანიტ ჯაკა: "ევრამ ეს რჩევა "იუნაიტედის" ფეხბურთელებს უნდა მისცეს, ბრძოლისუნარიანობა სწორედ მათ აკლიათ"

23-10-2019, 01:53

ლონდონის "არსენალის" შვეიცარელი კაპიტანი და ნახევარმცველი, გრანიტ ჯაკა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ფრანგი მარცხენა მცველის, პატრის ევრას კომენტარს პასუხობს:

"ცხადია ის მანჩესტერული ბანაკის წარმომადგენელია და მისთვის სხვა გუნდის ფეხბურთელებზე რაიმე დადებითის თქმა შეუძლებელია, რას ვიზამთ ასეთია "იუნაიტედის" კულტურა."

"ევრა ცდება, თანაც უმჯობესი იქნება ეს რჩევა, მისი კლუბის მოთამაშეებს მისცეს, ბრძოლისუნარიანობა ყველაზე მეტად, სწორედ მათ აკლიათ."

შეგახსენებთ, რომ "მეთოფეები" პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში, "შეფილდის" წინააღმდეგ დამარცხდნენ ანგარიშით 1:1.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით