მედისონი "სიტიში" ?!

23-10-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტის" სატრანასფერო რადარზე კიდევ ერთი მოთამაშე გამოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელი სპეციალისტის, პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობის გუნდი, დავიდ სილვას შემცვლელის ძიებაში და ვაკანტური ადგილის ერთ-ერთ კანდიდატსაც მიაგნო.

ცნობების მიხედვით, "ქალაქელები" "ლესტერის" ინგლისელი ნახევარმცველის, ჯეიმს მედისონის შეძენას ეცდებიან.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მილანის" ვარსკვლავი: "კალაძეზე ეს ყველამ იცის"

დაგვიმეგობრდით