ჟირუ "ინტერს" უახლოვდება !

23-10-2019, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" ფრანგი თავდამსხმელი, ოლივიე ჟურუ, მისი გუნდის დატოვებას უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 34 წლის თავდამსხმელს,ფრენ ლამპარდის ხელმძღვანელობის კლუბთან გაფორმებული კონტრაქტი, მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ხელშეკრულების გაგრძელებას კი არცერთი მხარე არ გეგმავს.

ცნობების მიხედვით, ჟირუს მსურველთა სიის სათავეში ამჟამად მილანის "ინტერი" იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 15 მილიონ გირვანქას შეადგენს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით