მბაპემ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

23-10-2019, 21:54

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც "ბრიუგემ" "პსჟს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:5 განადგურდა.

პარიზული კლუბის მხრიდან შესავნიშნავი შეხვედრა გამოუვიდა ახალგაზრდა ფორვარდს, კილიან მბაპეს, რომელმაც ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო.

ფრანგმა ფორვარდმა საინტერესო რეკორდის დამყარება შეძლო. კერძოდ, მბაპე გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 15 გოლის გატანა მოახერხა.

კილიანი ამჟამად მხოლოდ 20 წლისა და 306 დღისაა და უკვე 17 გოლი აქვს გატანილი. აქამდე ზემოხსენებული რეკორდი ლეო მესის ეკუთვნოდა, რომელმაც ლიგაზე თავისი მე-15 გოლი 21 წლისა და 288 დღის ასაკში შეძლო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით