"ელ კლასიკოს" ჩატარების თარიღი ცნობილია

23-10-2019, 21:56

კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" სეზონის პირველი "ელ კლასიკოს" ჩატარების თარიღზე შეთანხმდნენ.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტის ცნობით, ხსენებული შეხვედრა მიმდინარე წლის 18 დეკემბერს გაიმართება.

მოგეხსენებათ, სეზონის პირველი კლასიკო 26 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ, კატალონიაში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო თამაში დეკემბრამდე გადაიდო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით