მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა

24-10-2019, 00:40

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც პრაღის "სლავიამ" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ესპანური გრანდის მხრიდან თავის გამოჩენა შეძლო გუნდის ლიდერმა, ლეო მესიმ, რომელმაც მეტოქის კარი მესამე წუთზე დალაშქრა.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა თავდამსხმელმა ამ შედეგიანი დარტყმის წყალობით ჩემპიონთა ლიგის მორიგი რეკორდი დაამყარა.

კერძოდ, მესი გახდა პირველი მოთამაშე ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 15 სეზონში შეძლო გოლის გატანა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით