ჰაალანდი ისტორიის წერას განაგრძობს

24-10-2019, 00:48

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩი, რომელშიც "ლაიფციგმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა.

წაგების მიუხედავად კარგი მატჩი გამოუვიდა ავსტრიელთა ახალგაზრდა თავდამსხმელს, ერლინ ჰაალანდს, რომელმაც დუბლის შესრულება შეძლო.

19 წლის ნორვეგიელმა ფორვარდმა ამ გოლების წყალობით ლიგის ისტორიაში შეძლო შესვლა. კერძოდ, მას ტურნირის სადებიუტო სამ მატჩში უკვე 6 გოლი დაუგროვდა, მსგავსი შედეგი კი არცერთ ფეხბურთელს არ აქვს.

გარდა ამისა, ჰაალანდი ქარიმ ბენზემასთან ერთად ერთადერთი თინეიჯერია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელსაც საწყის სამ შეხვედრაში აქვს გოლი გატანილი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით