ფავრი: "ამ მარცხით არაფერი დასრულებულა"

24-10-2019, 01:31

ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის შემდგომ დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუსიენ ფავრიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ. თუმცა, სამწუხაროდ გოლი გავუშვით. ამ ეპიზოდის გამოკლებით კარგი ტაიმი იყო."

"ბევრი მომენტი არ გვქონია, თუმცა, კონტრშეტევები სახიფათო გვქონდა. იყო რამდენიმე მომენტი, სადაც უკეთესად მოქმედების შემთხვევაში მინიმუმ ქულას წავიღებდით."

"მსგავსი გუნდის წინააღმდეგ ყველანაირი მომენტი უნდა გამოიყენო. საბოლოო ჯამში, ცუდია რომ დავმარცხდით, თუმცა, ამით არაფერი სრულდება." - აცხადებს ფავრი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით